რუს ჟურნალისტს, მარიუპოლის თეატრის დაბომბვაზე პოსტის გამო, 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი მარია პანომარენკოს წინააღმდეგ რუსულმა სასამართლომ გამოიტანა.
სასამართლომ პანომარენკოს 5 წლით ჟურნალისტური საქმიანობაც აუკრძალა.
ჟურნალისტი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ სასჯელის შემსუბუქების იმედი არ აქვს.
მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომელსაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის საწყის დღეებში ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ოკუპანტმა ქვეყანამ გასული წლის მარტში დაბომბა.
რუს ჟურნალისტს პატიმრობა სწორედ თეატრზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული იმ პოსტის გამო მიუსაჯეს, სადაც ის მშვიდობიან მოქალაქეებზე წერდა.რუსეთში სამხედრო ფეიკების შესახებ კანონის ამოქმედების შემდეგ ბრალი არაერთ ჟურნალისტს წაუყენეს, მათ შორის, ილია იაშინს ბუჩადან გავრცელებული კადრების გამო.