ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული სააგენტოები აქვეყნებენ.

დღეს, ბუქარესტში, მთავრობის სასახლეში, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ რუმინეთის მოქალაქეების ქვეყანაში უვიზოდ შესვლის პროგრამაში ჩართვის აღსანიშნავად, ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.

რუმინეთი ბულგარეთთან და კვიპროსთან ერთად ევროკავშირის წევრ იმ სამ ბოლო ქვეყანას შორის იყო, რომელიც უვიზო რეჟიმს 2021 წლიდან ელოდებოდა.

დღეისათვის შეერთებულ შტატებში უვიზოდ შესვლის პროგრამით 43 ქვეყანა სარგებლობს:

ავსტრალია (1996)
ავსტრია (1991)
ანდორა (1991)
ახალი ზელანდია (1991)
ბელგია (1991)
ბრუნეი (1993)
გაერთიანებული სამეფო (1988)
დანია (1991)
ესპანეთი (1991)
ესტონეთი (2008)
გერმანია (1989)
იაპონია (1988)
ირლანდია (1995)
ისლანდია (1991)
ისრაელი (2023)
იტალია (1989)
კატარი (2024)
კორეა (2008)
ლატვია (2008)
ლიეტუვა (2008)
ლიხტენშტაინი (1991)
ლუქსემბურგი (1991)
მალტა (2008)
მონაკო (1991)
ნიდერლანდები (1989)
ნორვეგია (1991)
პოლონეთი (2019)
პორტუგალია (1999)
რუმინეთი (2025)
საბერძნეთი (2010)
სან-მარინო (1991)
საფრანგეთი (1989)
სინგაპური (1999)
სლოვაკეთი (2008)
სლოვენია (1997)
ტაივანი (2012)
უნგრეთი (2008)
ფინეთი (1991)
შვედეთი (1989)
შვეიცარია (1989)
ჩილე (2014)
ჩეხეთი (2008)
ხორვატია (2021)