ესპანური პრესის ინფორმაციით, შემთხვევა შაბათს, 16 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე მოხდა.

ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულმა, 40 წლის ესპანელმა პოლიციას განუცხადა, რომ მან საუნაში გარკვეული ხნით დაკარგა გონება და როდესაც გონს მოვიდა, გააცნობიერა, რომ ორი მამაკაცი მასთან ორალური და ანალური სექსით იყო დაკავებული.

საჩივრის მიღებიდან მცირე ხანში პოლიციამ ერთ-ერთი სავარაუდო დამნაშავე, 26 წლის რუმინელი დააკავა.

დაზარალებული საგამოძიებო დასკვნის მომზადებისთვის საჭირო გამოკვლევების ჩასატარებლად ხიმენეს დიასის ფონდის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამომძიებლები კი, რომლებიც ეჭვობენ, რომ მსხვერპლი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეში იმყოფებოდა, ეძებენ კიდევ ერთ, სავარაუდოდ, შეიარაღებულ პირს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა მადრიდში, 2022 წელს მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამო დროებით დახურულ საუნაში „პარაისო" (Paraiso სამოთხეს ნიშნავს - „ipress") მოხდა.