სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე პატარა ქვეყანა რუანდა გაერთიანებული სამეფოსა და რუანდის საიმიგრაციო შეთანხმების გაუქმების შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერი გეგმას გამოეხმაურა.
„ეს პარტნიორობა წამოიწყო გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ არალეგალური მიგრაციით გამოწვეული იმ კრიზისის მოსაგვარებლად, რომელიც გავლენას ახდენს და პრობლემებს წარმოქმნის დიდ ბრიტანეთში და არა რუანდაში", - ნათქვამია რუანდის მთავრობის პრესრელიზში.
შეთანხმება საშუალებას აძლევს ბრიტანეთს არალეგალური ემიგრანტები რუანდაში გაგზავნონ და BBC-ის ცნობით, ბრიტანელებმა ამ შეთანხმებისთვის რუანდას წელს უკვე გადაუხადეს 220 მილიონი გირვანქა სტერლინგი.
რუანდის მთავრობის განცხადებასთან დაკავშირებით დანიის პრესა მკითხველს შეახსენებს, რომ გასული წლის ნოემბერში იმიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრმა კაარე დიბვად ბეკმა რუანდაში დანიიდან არალეგალური მიგრანტების გაგზავნის გეგმის შეჩერების შესახებ განაცხადა, თუმცა აღნიშნა, რომ კვლავ სასურველია ამ ქვეყანაში მისაღები ცენტრის შექმნა.