საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძის თქმით, ერთიანი ეროვნული გამოცდები  მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

მინისტრი საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გაეცნო.

”მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, აბიტურიენტებს ყველა პირობა აქვთ შექმნილი, რომ ცოდნისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა მაქსიმალურად შეძლონ, მე და ჩემი მოადგილეები ვეწვევით ყველა საგამოცდო ცენტრს, რათა ადგილზე გავეცნოთ საგამოცდო პროცესს და ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვოთ,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრთან ერთად საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.

7 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ინგლისურ ენაში, ხოლო მასწავლებლები ფიზიკაში აბარებენ.

ქალაქ ფოთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის N3 საჯარო სკოლაში გამოცდებს აბარებს 1000-მდე აბიტურიენტი, 550-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი აპლიკანტი.