რომის პაპი ლეო XIV აცხადებს, რომ იმედი აქვს, მრავალწლიანი სისხლიანი ომი და უკრაინელების ტანჯვა მალე დასრულდება.

კათოლიკური სამყაროს ლიდერმა საკვირაო მესის დროს მომლოცველებს მოუწოდა, მსოფლიოში ყველა კონფლიქტის დასრულებისთვის ერთად ილოცონ.

„განვაახლებ ჩემს მოწოდებას ძალადობის დასრულების, ნგრევის შეჩერებისა და გულების დიალოგისა და მშვიდობისთვის გახსნისკენ. ვიმედოვნებ, ბოლო დღეებში მოლაპარაკებების განახლებისთვის გაწეული ძალისხმევა რეალურ შედეგს გამოიღებს და დიპლომატიას გზას გაუხსნის. მოდით, აღვავლინოთ ჩვენი ლოცვა უფლისადმი, რათა ჰარმონიამ მსოფლიოს ყველა კონფლიქტში გაიმარჯვოს“, – განაცხადა რომის პაპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში მატარებლით ჩავიდნენ. მომლაპარაკებლების რანგში უკრაინის დედაქალაქში ეს კუშნერისა და უიტკოფის პირველი ოფიციალური ვიზიტია.