ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯტაბა ხამენეიმ ბრძანა, რომ ირანის თითქმის იარაღისთვის ვარგისი ურანი საზღვარგარეთ არ გაიტანონ, - იტყობინება სააგენტო ორ მაღალჩინოსან ირანულ წყაროზე დაყრდნობით.
„უზენაესი ლიდერის დირექტივა და ისტებლიშმენტში არსებული კონსენსუსია, რომ გამდიდრებული ურანის მარაგი არ უნდა გავიდეს ქვეყნიდან“, - განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „როიტერს“.
წყაროების თქმით, ირანელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ იარაღისთვის თითქმის ვარგისამდე გამდიდრებული ურანის საზღვარგარეთ გაგზავნა ქვეყანას უფრო დაუცველს გახდის აშშ-ს ან ისრაელის მომავალი თავდასხმების მიმართ.
აიათოლა მოჯტაბა ხამენეის ბრძანებამ შესაძლოა კიდევ უფრო გააღიზიანოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაართულოს მოლაპარაკებები ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დასრულების მიზნით, - წერს „როიტერი“




