აშშ-ის მიერ ირანზე შეტევის გეგმა კონკრეტული პირების მიზანში ამოღებას და თეირანში რეჟიმის შეცვლას მოიცავს, თუ დონალდ ტრამპი ამის ბრძანებას გასცემს.
ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აშშ-ის მიერ ირანზე შეტევის გეგმები მზადების პროცესშია.
გამოცემა წერს, რომ პენტაგონი ირანის წინააღმდეგ რამდენიმეკვირიანი ოპერაციისთვის ემზადება, რომელიც ბირთვულ ობიექტებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს ითვალისწინებს.
წყარო „როიტერს“ უყვება, რომ კონკრეტული პირების სამიზნეში ამოღება დამატებით სადაზვერვო რესურსებს მოითხოვს, მათ შორის ზუსტი მდებარეობის ცოდნას და იმის გაგებას, სხვა ვინ შეიძლება დაზარალდეს ოპერაციის დროს.









