„ლურჯი და ყვითელი ფერები მამაცი უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლოა. ისინი გვაერთიანებენ და წარმოადგენენ უკრაინის ევროპულ მომავალს. ამაღამ ისინი ანათებენ ჩვენს ევროპარლამენტს, რითიც ჩვენ ვუერთდებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბრიუსელში ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა.
„ლურჯი, როგორც ცა უკრაინის თავზე, ყვითელი, როგორც მისი მინდვრები. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს უკრაინის დროშა ანათებს ჩვენს შტაბბინას ბრიუსელში. ჩვენ პატივს მივაგებთ მამაც უკრაინელებს, რომლებიც იბრძვიან თავიანთი ქვეყნის მომავლისთვის“, – წერს ევროკომისია „ტვიტერის“ გვერდზე.
უკრაინელებს ულოცავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელიც.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ევროპული საბჭოს შენობა კაშკაშა ყვითელ და ლურჯ ფერებში ანათებს, როგორც უკრაინისადმი ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის სიმბოლო“, – წერს მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ევროპარლამენტის შენობაც.
„ლურჯი და ყვითელი ფერები მამაცი უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის სიმბოლოა. ისინი გვაერთიანებენ და წარმოადგენენ უკრაინის ევროპულ მომავალს. ამაღამ ისინი ანათებენ ჩვენს ევროპარლამენტს, რითიც ჩვენ ვუერთდებით ჩვენს უკრაინელ მეგობრებს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისას“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.
გარდა ამისა, უკრაინის დროშის ფერებშია ევროკავშირის საგარეო სამსახურის შენობაც.
„ჩვენ პატივს ვცემთ მამაც უკრაინელ ხალხს, რომელიც მამაცურად იცავს თავის სახელმწიფოს და მომავალს. უკრაინის დამოუკიდებლობის დღის წინა დღეს ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური განათებულია ლურჯ და ყვითელ უკრაინულ ფერებში“, – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.