ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა

სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. ოპოზიციას ეშინია სამართლიანი პოლიტიკური კონკურენციის და დესტაბილიზაცია სურს. არის გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლებაზე და სახელმწიფოზე თავდასხმების ინტენსივობის თანდათანობით ზრდას, შენობებში შეჭრის და გზების ბლოკირების ჩათვლით.

ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მივიღებთ მივიღებთ „სიფრთხილის მნიშვნელოვან ზომებს“ რათა თავიდან იქნეს აცილებული გადატრიალება, რაზედაც, მისი თქმით, „მკაფიოდ მიუთითებს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. საპროტესტო აქციები უკვე დაგეგმილია პარასკევისთვის და შეტაკება უსაფრთხოების ძალებსა და მომიტინგეებს შორის, რომლებიც არღვევენ კანონს, განიხილება როგორც ჩახმახის გამოკვრის ეფექტის მქონე ქმედება.


ის ასევე აცხადებს, რომ სლოვაკეთში არის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში განვითარებულ მოვლენებში, უფრო ადრე კი კიევში, მაიდანში.

„ეს ჯგუფი უნდა გახდეს გეგმის ნაწილი, რომელიც ძირს უთხრის სლოვაკეთის კონსტიტუციურ წესრიგს და აიძულოს ხელისუფლება გადადგეს ხელოვნურად შექმნილი მოვლენების ზეწოლის ქვეშ“. დაგეგმილია სხვადასხვა სახის სცენების დადგმა და შემდეგ ჩვენება „სიენენზე“ და „ბიბისიზე“ იმისა, თუ როგორ გამოჰყავს პოლიციას სამთავრობო შენობიდან პირი, რომელმაც დაუმორჩილებლობა გამოაცხადა, როგორ იყენებს ძალას სახელმწიფო წესიერი მოქალაქეების მიმართ, რომ ქვეყანაში საყოველთაო დაუმორჩილებლობაა, - განაცხადა მან.

ფიცოს თქმით, დესტაბილიზაციის მსურველები აშშ-ის რესურსებიდან (ვიდეოჩანაწერში ფისო ახსენებს ღია საზოგადოების ფონდებს - „აიპრესი") იღებენ ფინანსებს, უფრო ზუსტად კი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ხდება ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა დაფინანსება, რათა მათ შეძლონ გზების ბლიკირება, სამთავრობო შენობებში შეჭრა, გაზარდონ ზეწოლა ხელისუფლება, რომელიც მათი მიერ აგორებული ჭორით, ევროკავშირიდან გამოსვლას გეგმავს, შექმნან საყოველთაო გაფიცვის შთაბეჭდილება და საბოლოო ჯამში, აიძულონ ხელისუფლება, რომ გადადგეს.