ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტ მხარდაჭერას ადასტურებს.

მანამდე ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. საუბრის თემა არჩევნები და გამოვლენილი დარღვევები იყო.

"საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში არსებული მდგომარეობა და დარღვევების შესახებ ცნობების განხილვის აუცილებლობა. მე დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოსა და მისი ევროპული გზის მიმართ ლატვიის უწყვეტი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დავადასტურე", - წერს ლატვიის პრეზიდენტი.