რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს 10 იანვარს განიხილავენ.
"EU-ს ოფიციალური პირები აპირებენ, დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება პარასკევს, 10 იანვარს.
ამის შემდეგ, 24 იანვარს, EU-ს წარმომადგენლები ამას მწვანე შუქს აუნთებენ, ამიტომ შეზღუდვა ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში შევა", — წერს რიკარდ იოზვიაკი.
🇪🇺 officials are set to approve visa lib suspension for 🇬🇪 diplomatic passports on Fri (10 Jan), 🇪🇺 ambassadors then likely to give green light on 24 Jan so possible this enters into force in February. As mentioned before - qualified majority needed and it exists.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) January 6, 2025