ირანმა 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ირანულ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ირანმა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადება ოთხშაბათს ერთ-ერთი შუამავლის მეშვეობით მიიღო.

წყაროს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელმა ქვეყანამ გადასცა თეირანს ვაშინგტონის წინადადება.

მანამდე, The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია შუამავლების მცდელობები, აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტას დააახლოონ, ჩიხში შევიდა. შუამავლების თქმით, ირანმა ოფიციალურად აცნობა მათ, რომ არ არის მზად უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის წარმომადგენლებთან შესახვედრად.