გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით სამხედრო უკვე აღმოსავლეთშია იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციის ჩატარებასაც. 

30 მარტს აშშ-ს ორმა მაღალჩინოსანმა გამოცემას აცნობა, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში რეგიონში დამატებით 2 500 საზღვაო ქვეითები ჩავიდა, თუმცა, ანონიმურ წყაროებს არ დაუკონკრეტებიათ, თუ სად გაგზავნა ისინი პენტაგონმა. 

მანამდე, 18 მარტს, Reuters-მა პირველმა დაწერა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთში დამატებით ამერიკელი სამხედროების გაგზავნას განიხილავდა. 

ერთ-ერთი წყაროს მიხედვით, ირანში სამხედროების გაგზავნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა, აშშ გააგრძელებს რეგიონში სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამომავლოდ საბრძოლო მოქმედებების პოტენციური გაფართოების მიზნით. 

Axios-ის მიხედვით, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს და თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ უფრო მეტი ესკალაციის გამომწვევ ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციასაც. 

ამასთან, ამერიკული გამოცემის მიხედვით, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ომში თავის ყველა მიზანს მიაღწიოს და დაამატა, რომ ირანთან ომი კიდევ 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.