ინდოელი ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები აპრილში დაგეგმილი მიწოდებისთვის რუსული ნავთობის შესყიდვას თავს არიდებენ და მოსალოდნელია, რომ ამ ტიპის ვაჭრობას თავს კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში აარიდებენ. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს საკითხის მცოდნე წყაროებმა უთხრეს.
გამოცემის შეფასებით, ეს ნაბიჯი შესაძლოა ნიუ დელის ვაშინგტონთან სავაჭრო შეთანხმების დადებაში დაეხმაროს.
ნავთობგადასამუშავებელი კომპანიები Indian Oil, Bharat Petroleum და Reliance Industries უარს ამბობენ შეთავაზებებზე რუსული ნავთობით დატვირთვაზე მარტსა და აპრილში.
აღნიშნულ ქარხნებს უკვე დაგეგმილი ჰქონდათ რუსული ნავთობის გარკვეული რაოდენობის მიწოდება მარტში, სხვა გადასამუშავებელი ქარხნების უმეტესობამ კი უკვე შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შეძენა.
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, "ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია ობიექტური საბაზრო პირობებისა და განვითარებადი საერთაშორისო დინამიკის შესაბამისად ინდოეთის სტრატეგიის ბირთვს წარმოადგენს", რათა უზრუნველყოფილი იყოს ენერგეტიკული უსაფრთხოება მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყნისთვის.








