რუსეთმა უარყო აშშ-ის შეთავაზება, რომელიც პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მისთვის სრული კონტროლის გადაცემას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters იუწყება
აღნიშნულია, რომ ამერიკული გეგმის თანახმად, შეერთებული შტატებს უნდა ემართა სადგური, კერძოდ, უკრაინასა და რუსეთს შორის ელექტროენერგიის განაწილება.
თუმცა, რუსეთმა ეს წინადადება უარყო.
ამავდროულად, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დამოუკიდებელ კონტროლს დაჟინებით მოითხოვს. კრემლი ამტკიცებს, რომ ეს, თითქოს, უკრაინას საშუალებას მისცემს, დაბალ ფასებში მიიღოს ელექტროენერგია.
"მოსკოვი ამტკიცებს, რომ ელექტროსადგურს გააკონტროლებს და მზადაა უკრაინას ელექტროენერგია დაბალ ფასებში მიჰყიდოს. ოფიციალური კიევი უარს ამბობს", - წერს გამოცემა.
Reuters წყაროებზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი მოლაპარაკებების ერთ-ერთი ყველაზე საკამათო საკითხია.








