სამშაბათს აღმოსავლეთ პოლონეთში უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა და აფეთქდა. Reuters-ის ინფორმაციით, დრონი სავარაუდოდ, ბელარუსიდან იყო გაშვებული.
როგორც გამოცემა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, წინასწარი გამოძიებით და ექსპერტების დასკვნით ეს ირანის მიერ შემუშავებული "შაჰედის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი იყო.
აღნიშნულის შესახებ ვარშავაში რუსეთისა და ბელარუსის საელჩოებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარჩინ ბოსაცკიმ RMF FM-თან განაცხადა, რომ ხუთშაბათს რუსეთს პროტესტის ნოტას გადასცემს. როგორც მან აღნიშნა, ნოტას ტონი დამოკიდებული იქნება იმაზე, დადასტურდება თუ არა თავდაცვის მინისტრის მიერ, რომ ეას განზრახული პროვოკაცია იყო.