შეერთებული შტატები ღაზის სექტორის მონიტორინგისთვის „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების მოსაძებნად უპილოტო თვითმფრინავებს იყენებს. ინფორმაციას Reuters აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ ღაზის თავზე სადაზვერვო თვითმფრინავებს უშვებს, რათა ისრაელს მძევლების პოვნაში დაეხმაროს.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, დრონები ღაზის თავზე ერთ კვირაზე მეტია დაფრინავენ.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში მძევლად აყვანილ 200-ზე მეტ ადამიანს შორის, შესაძლოა, იყოს 10 ამერიკელი, რომლებიც დაკარგულებად მიიჩნევიან.
ოფიციალური პირების თქმით, მძევლები, სავარაუდოდ „ჰამასის“ გვირაბებში იმყოფებიან.