საუდის არაბეთი აშშ-სთან უსაფრთხოების პაქტს გააფორმებს. აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ საუდის არაბეთი ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე თანახმაა,– იუწყება Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებებში სამივე სახელმწიფოა ჩართული. მოლაპარაკებებში არ ფიგურირებს პალესტინის საკითხი. გამოცემა აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთი შესაბამისი პირობებით ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას თანხმდება იმ შემთხვევაშიც, თუ ისრაელი პალესტინელებთან არანაირ დათმობაზე არ წავა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საუდის არაბეთს აშშ-სგან NATO-ს ტიპის თავდაცვითი ქოლგა და მასშტაბური უსაფრთხოების გარანტიები სურს. ეს შესაძლო პაქტი უფრო მეტად დაემსგავსოს აშშ-სა და ბაჰრეინს შორის გაფორმებულ უსაფრთხოების ხელშეკრულებას. ასევე, ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ საუდის არაბეთს შესაძლოა აშშ-ს მთავარი არა NATO-ს წევრი მოკავშირის სტატუსი მიენიჭოს, რასაც უკვე ფლობს ისრაელი.