ასეთი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, საკვანძო რეგიონალურ საკითხებზე საუბრისას გააკეთა.

„...იდლიბი, ჰამა, ჰომსი და მიზანი, რა თქმა უნდა, დამასკოა. ოპოზიციის მწყობრი სვლა გრძელდება. ჩვენ გვინდა, რომ ეს მწყობრი სვლა სირიაში ინციდენტის გარეშე გაგრძელდეს“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს სტამბოლში პარასკევის ლოცვის შემდეგ.

პრეზიდენტმა ასევე გამოხატა იმედგაცრუება სირიის ხელმძღვანელობით და თქვა: „ჩვენ ასადს დავურეკეთ. ვუთხარით: „მოდი, ერთად განვსაზღვროთ სირიის მომავალი“. სამწუხაროდ, ამაზე დადებითი პასუხი არ მიგვიღია“.

ლიბანთან დაკავშირებით ერდოღანმა ხაზი გაუსვა ქვეყნის მძიმე მდგომარეობას და თქვა, რომ ლიბანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყველაფერი დანგრეულია, არის მოთხოვნები დახმარებაზე.დახმარების თხოვნა და იმ დროს, როდესაც მსოფლიო დუმს, თურქეთი აგრძელებს დახმარებას.

თურქული მედია აღნიშნავს, რომ ლიბანში ერთიანობისკენ მოწოდებით, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ანკარას მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს კრიზისით დაზარალებულ ქვეყანას.