სააგენტო „ანადოლუს" ცნობით, თურქეთის ქალაქ ბილეჯიქში მყოფი თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საზოგადოების და ახალგაზრდობის წარმომადგენლებს შეხვდა.

სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფოს მეთაური  საკითხების ფართო სპექტრს შეეხო.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი თავდაჯერებულად მიიწევს თავისი მიზნებისკენ. მისი თქმით, მთავრობის წინაშე არსებული ყველა ამოცანა შესრულდება.

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ურთიერთპატივისცემაზეა აგებული. ჩემი ურთიერთობა ბატონ პუტინთან დაფუძნებულია გულწრფელობაზე. ყველა ჩვენ შეკითხვაზე  თათრეთიდან დაღესტნამდე <მდგომარეობასთან დაკავშირებით> ჩვენ ვიღებთ პასუხს", - განაცხადა ერდოღანმა რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებზე საუბრისას. 

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა ვერ მივიღებთ სასურველ შედეგს ჩრდილოეთ სირიაში მოვლენების განვითარებით, ჩვენ ვამბობთ: მოდით, ახლა სამმხრივი შეხვედრები გავმართოთ. ჩვენ ვთავაზობთ  შეკრებას სამივეს: რუსეთს, თურქეთს, სირიას. ირანიც შეიძლება ჩაერთოს. მოლაპარაკებები ისე უნდა წარიმართოს, რომ რეგიონში მშვიდობა დამყარდეს. გარკვეული შედეგები მივიღეთ, ვიღებთ და ვაპირებთ მომავალშიც მივიღოთ", თქვა პრეზიდენტმა სირიასთან დაკავშირებით და განაგრძო:

„იყვნენ ადამიანები, რომლებიც გვემუქრებოდნენ S400-ის შესყიდვის გამო, სანაცვლოდ კი არაფერს გვთავაზობდნენ. ახლა მოლაპარაკებას ვაწარმოებთ F16-ის მოწოდებაზე, მაგრამ უარს გვეუბნებიან. დაგვპირდნენ F-35 თვითმფრინავს, მაგრამ  მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით 1 მილიარდ 400 მილიონი დოლარი გვაქვს გადახდილი, სიტყვა არ შეასრულეს. არც თვითმფრინავებია და არც ფულია დაბრუნებული.  ჩვენ ყოველთვის ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და იგივეს მოველით ჩვენი პარტნიორებისგან“.

ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქულ რესპუბლიკებთან ურთიერთობა დღითიდღე უმჯობესდება.

„არასოდეს დავტოვებთ მარტო ჩვენ ძმებს ძმებს, განსაკუთრებით აზერბაიჯანს. ეს მარტო თურქულ ქვეყნებს არ ეხება. მინდა აღვნიშნო ლიბიასთან ურთიერთობების დონე, ჩვენ მონდომებით ვცდილობთ ამ ქვეყანაში მშვიდობის აღდგენას. ჩვენ მხარს ვუჭერთ და განვავითარებთ ურთიერთობას ყველა თურქულ სახელმწიფოსთან, სახელდობრ აზერბაიჯანთან, ყირგიზეთთან, ყაზახეთთან, თურქმენეთთან. ეს ასევე ეხება ჩვენს ურთიერთობას ტაჯიკეთთან."

შვედეთისა და ფინეთის ნატოში განაცხადის პროცესთან დაკავშირებით შეკითხვის საპასუხოდ პრეზიდენტმა განაცხადა:

„მექმნება შთაბეჭდილება, რომ მათ საერთოდ არ იციან თურქეთი, მისი პრინციპები და ტრადიციები. ეს არ არის 20, 30 თუ 40 წლის წინანდელი თურქეთი, რომელსაც პირობებს კარნახობდნენ. შვედეთმა პირობა დადო, რომ გადმოგვცემს 120 ტერორისტს, რომლებიც მის ტერიტორიაზე იმალებიან. ველოდებით ამ პირობის  შესრულებას. ფინეთთან დაკავშირებით სიტუაცია განსხვავებულია. ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება, მაგრამ მან არ უნდა გაიმეოროს შვედეთის შეცდომები. როდესაც ფინეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ, შვედეთი შოკირებული იქნება"