პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგის განსაზღვრავს, თუ რომელი ქვეყანა გახდება ახალი გლობალური ბალანსის მესამე დასაყრდენი, აშშ-სა და ჩინეთთან ერთად.

სიკორსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო წესრიგის საფუძველი ირყევა. ანალოგიური განცხადებები მანამდე გააკეთეს კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„ძლიერი ევროკავშირის გარეშე, არ შეიძლება, იყოს თავისუფალი, აყვავებული და უსაფრთხო პოლონეთი. ან ჩვენ შევინარჩუნებთ ერთობას, ან უფრო დიდი ქვეყნები გვშთანთქავენ“, – განაცხადა სიკორისკიმ.

მისივე თქმით, მოსკოვში  ნებისმიერი ანტიევროპული ისტერია ახარებთ.