ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას ეხმიანება.

"ეს დორბლიანი იმბეცილი ვერც კი ხვდება, რომ Starlink უკრაინის სამხედრო კომუნიკაციების ხერხემალია", - წერს მასკი.

ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილონ მასკს რუსებისთვის Starlink-ის გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდა.

"დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლი ხელს რუსებს Starlink-ის გამოყენებაში უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმებისთვის? ომის დანაშაულებზე ფულის კეთებამ, შესაძლოა, დააზიანოს შენი ბრენდი", – დაწერა სიკორსკიმ.