პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს მიმართავს და რუსებისთვის "სტარლინკის" გამოყენების შეზღუდვისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელში წერს.
"ჰეი, დიდო კაცო, ილონ მასკ, რატომ არ უშლით ხელს რუსებს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებისთვის Starlink-ის გამოყენებაში? ომის დანაშაულებზე ფულის გამომუშავებამ შეიძლება თქვენი ბრენდი დააზიანოს", - დაწერა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა X-ზე.
Hey, big man, @elonmusk, why don't you stop the Russians from using Starlinks to target Ukrainian cities.
— Radosław Sikorski 🇵🇱🇪🇺 (@sikorskiradek) January 27, 2026
Making money on war crimes may damage your brand. https://t.co/dGO6xdFagL
სიკორსკი სოციალურ ქსელში ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშს აზიარებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსები ილონ მასკის "სტარლინკების" თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებენ.






