რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Tomahawk-ის მიწოდება აშშ-თან ურთიერთობებს გაანადგურებს. როგორც პუტინმა რუსულ მედიას განუცხადა, აღნიშნული ნაბიჯი რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობებში დადებით ტენდენციებს გაანადგურებს.

"იყო კითხვები, რომლებიც დაკავშირებული იყო, მაგალითად, ახალი შეიარაღების სისტემების, მათ შორის, შორი რადიუსის, მაღალი სიზუსტის სისტემების, Tomahawk-ის და ა.შ. მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვასთან. მე უკვე ვთქვი, რომ ეს გამოიწვევს ჩვენი ურთიერთობების განადგურებას, ან სულ მცირე, ამ ურთიერთობებში გამოვლენილ დადებით ტენდენციების განადგურებას", – აღნიშნა პუტინმა.

29 სექტემბერს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ აშშ განიხილავს უკრაინის თხოვნას შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

როგორც ვენსმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. Tomahawk-ის რაკეტების მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრია. კიევი აღნიშნულ რაკეტებს თუ მიიღებს, მოსკოვი უკრაინის შეიარაღებისთვის ხელმისაწვდომ მანძილზე აღმოჩნდება.