რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის მოწოდებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ დაინდოს კურსკში უკრაინელი ჯარისკაცები და შეუნარჩუნოს მათ სიცოცხლე. პუტინის კომენტარზე რუსული მედია წერს.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ ყველაფრის ეფექტური რეალიზებისთვის საჭიროა უკრაინის ხელმძღვანელობამ გასცეს ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და ტყვედ ჩაჰბარდნენ.
"ამასთან დაკავშირებით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ ისინი დაყრიან იარაღს და ტყვედ ჩაგვბარდებიან, მათთვის გარანტირებული ექნებათ სიცოცხლე და ღირსეული მოპყრობა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად", - განაცხადა პუტინს.
მისი თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა ჩაიდინეს მრავალი დანაშაული რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ; ტრამპი და მისი ადმინისტრაცია კი ყველაფერს აკეთებენ ურთიერთობების აღსადგენად.
"ახალი ადმინისტრაცია, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხელმძღვანელობს, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აღადგინოს ის, რაც პრაქტიკულად ნულამდე იყო დაყვანილი, რაც წინა ამერიკულმა ადმინისტრაციამ გაანადგურა", - თქვა პუტინმა.