რუსეთის პრეზიდენტი ისევ იმუქრება და აცხადებს, რომ რუსეთს კასეტური ბომბების საკმარისი მარაგი აქვს და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს. განცხადება კრემლის ლიდერმა ტელეკომპანია Россия 24-ის ეთერში გააკეთა.
"მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სახეობის კასეტური იარაღის საკმარისი მარაგია. დღემდე ჩვენ ამ იარაღს არ ვიყენებდით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში იარაღის უკმარისობის საკითხი იდგა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ასეთ იარაღს ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, ჩვენ სარკისებური რეაქციის უფლებას ვიტოვებთ", - განაცხადა პუტინმა.