რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიუთითა, რომ ურჩევნია, შეინარჩუნოს "ვაგნერის" ჯგუფი, ვიდრე დაშალოს ის, მაგრამ ცდილობს ევგენი პრიგოჟინის დაშორებას "ვაგნერის" ხელმძღვანელობისა და ძალებისგან, – იუწყება ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW).
13 ივლისის ინტერვიუში რუსულ გამოცემა "კომერსანტთან", პუტინმა დაადასტურა, რომ პრიგოჟინს და ვაგნერის 35 მეთაურს 29 ივნისს შეხვდა. პუტინის მტკიცებით, რომ მან "ვაგნერის" მებრძოლებს შესთავაზა ემსახურათ "სედას" მეთაურობით, რომელიც უძღვება ვაგნერის ძალებს ბოლო 16 თვის განმავლობაში. ეს, ISW-ის აზრით, ადასტურებს პუტინის სურვლს, შეინარჩუნოს "ვაგნერი".
პენტაგონის პრესმდივანმა საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა პეტ რაიდერმა 14 ივლისს განაცხადა, რომ "ვაგნერის" ძალები არ მონაწილეობენ უკრაინაში სამხედრო ოპერაციებში რაიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე.