რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში, ფრონტის მთელ პერიმეტრზე სიტუაცია მკვეთრად იცვლება, მოძრაობა ყოველდღიურად მიმდინარეობს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბარია არ არის 100, 200 ან 300-მეტრიან წინსვლაზე, არამედ რუსი სამხედროები ყოველდღიურად უკრაინის ტერიტორიის კვადრატულ კილომეტრებს იკავებენ.
„უნდა ითქვას, რომ სიტუაცია მკვეთრად იცვლება. მოძრაობა ფრონტის მთელ ხაზზე ყოველდღიურად მიმდინარეობს. ჩვენ არ ვსაუბრობთ 100, 200 ან 300-მეტრზე წინსვლაზე. ჩვენი მებრძოლები ყოველდღიურად იკავებენ ტერიტორიას კვადრატულ კილომეტრებში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო – ყოველდღე. საბრძოლო მოქმედებები რთული საქმეა და ამიტომ რთული და აზრსმოკლებულია გამოცნობა, რა გველის წინ, მაგრამ ეს არის ზუსტად ის, რაც ხდება. ჩვენ კი მივდივართ ჩვენი უპირველესი ამოცანების მიღწევისკენ, რაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დავასახელეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გარდა ამისა, პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების გადაწყვეტილება 2022 წლამდე უნდა მიეღო და წინასწარ უნდა მომზადებულიყო.
თარგმანი: პირველი არხი