რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „პირდაპირ ხაზზე“ დასავლეთს ექსპერიმენტის სახით ტექნოლოგიური დუელი შესთავაზა.

ვლადიმერ პუტინმა „პირდაპირ ხაზზე" განაცხადა, რომ საშუალო სიშორის რუსული ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკის" დასავლური რაკეტსაწინააღმდეგო იარაღით მისი ჩამოგდება შეუძლებელია.

„ამ რაკეტების ჩამოგდების შანსი არ არსებობს. ისე, თუ თქვენ მიერ ნახსენები დასავლელი ექსპერტები ასე ფიქრობენ, შემოგვთავაზონ ჩვენ და შესთავაზონ დასავლეთში და ამერიკაში, ვინც უხდის მათ ანალიზისთვის, ჩავატაროთ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი, ასე ვთქვათ, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური დუელი. შეარჩიონ გასანადგურებლად სამიზნე, ვთქვათ, კიევში. განათავსონ იქ საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები, ჩვენ კი „ორეშნიკით" მივაყენებთ დარტყმას და ვნახავთ, რა მოხდება. დავარტყმებთ. და ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება. ჩვენ ასეთი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ.ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ. ჩავატაროთ ასეთი ექსპერიმენტი, ამგვარი ტექნოლოგიური დუელი და ვნახოთ რა მოხდება. საინტერესოა“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ტვიტერზე პუტინის „პირდაპირი ხაზიდან" ვიდოფრაგმენტი გამოაქვეყნა და დაწერა:

„ხალხი იღუპება, ის კი ფიქრობს, რომ ეს „საინტერესოა“... ტვინნაღრძობი"