პოლონეთის პოლიციამ მიიღო ინფორმაცია პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ. ამის თაობაზე სოციალურ ქსელ X-ში ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კაროლინა გალეცკამ განაცხადა.
"პოლონეთის პოლიციის მიერ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისა და ვიცე-პრემიერის, თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის მკვლელობის შესაძლო მცდელობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა მარცინ კიერვინსკიმ და სპეცსამსახურების კოორდინატორმა მინისტრმა ტომაშ სემონიაკმა ამასთან დაკავშირებით ზომების მიღების განკარგულება გასცეს", - დაწერა გალეცკამ.
მისი თქმით, იმავე დღეს უნდა გაიმართოს თათბირი პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს (ABW) ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრში.
შსს-ს წარმომადგენლის განცხადება გაკეთდა სკოლებში ძალადობის მთელი რიგი შემთხვევების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლების გაძლიერებული მზადყოფნის ფონზე. 8 ოქტომბერს ცნობილი გახდა მორიგი ეპიზოდის შესახებ - დაიღუპა სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე.




