ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
Business Insider Polska-ს ცნობით, პრობლემა, რომელიც 12:00 საათისთვის გახდა შესამჩნევი პოლონური ბანკის საკრედიტო ბარათებს უკავშირდებოდა. 15:00 საათისთვის eCard ტერმინალის ოპერატორმა განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარდა. პრობლემის წარმოქმნის მიზეზების შესახებ ჯერჯერობით განმარტება არ გაკეთებულა.
გადახდებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ, მიუხედავად ბარათის პროვაიდერის ან ბანკისა, სადაც მათ ანგარიში აქვთ გახსნილი, ასევე განაცხადეს ინტერნეტმომხმარებლებმა.
პოლონური ერთ-ერთი უდიდესი ბანკის არაოფიციალური ინფორმაციით, პრობლემა არსებობს და ძირითადად საკრედიტო ბარათებსა და VISA ბარათებზე მოქმედებს. თუმცა, Downdetector-მა ასევე განაცხადა Mastercard-სა და Blik-თან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.