პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრა, ორბანის ვლადიმირ პუტინთან ვიზიტის გამო გააუქმა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა.
პშიდაჩმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ნავროცკი მუდმივად უჭერს მხარს უკრაინაში რუსეთის მიერ პროვოცირებული ომის დასრულების რეალისტური გზების პოვნას.
„ეყრდნობა რა, ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობას, რომელიც აღნიშნავდა, რომ ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია სოლიდარობაზე, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან და მის კონტექსტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტის პროგრამა მხოლოდ ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომში გამართული სამიტით შემოიფარგლოს“, - წერს პშიდაჩი.
მან დასძინა, რომ შეხვედრაზე ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად ნავროცკი ცენტრალური ევროპის რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
ოთხშაბათს, 3 დეკემბერს, კაროლ ნავროცკი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში გაემგზავრება, სადაც ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.




