პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით არის დაკავებული.
„ათობით კილომეტრი გაიარა შვილის ციხეში მოსანახულებლად. სხვათა შორის, სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს, რაც დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ფული დახარჯა ლეხ კაჩინსკის დაკრძალვისთვის გვირგვინის შესაძენად“, – წერს კშიშტოფ ბრეიზა.
მისი თქმით, სააკაშვილის დედას თავს ესხმიან. როგორც კშიშტოფ ბრეიზა აღნიშნავს, ეს ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდია.
„რატომ ესხმიან თავს სააკაშვილის დედას? ეს არის ტიპური საბჭოთა კავშირის მეთოდი, რომელსაც „რასია ტვ“-სა და Kurwizja-ზე იყენებენ პოლიტიკური ოპონენტის წამების მიზნით. გარდა ამისა, იმ სოფლებში, სადაც „იმედის“ მაუწყებლობა ვრცელდება, ქართველები მუდმივად ანტიდასავლური პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, სადაც მთავარი მტერი სააკაშვილია“, – წერს კშიშტოფ ბრეიზა.
kilkadziesiąt km, by odwiedzić w więzieniu swego syna.
BTW Saakashviliego uwięzioi pod fikcyjnymi zarzutami dot. tego, żewydał pieniądze na wieniec na pogrzeb śp. Lecha Kaczyńskiego 4/x
— Krzysztof Brejza (@krzysztofbrejza) May 17, 2026
Hejt podgrzewa lider prokremlowskiej partii reżimowej wykorzystując wizerunek matki więzionego bohatera M. Saakashviliego, pod wizerunkiem szlam obrażający starszą kobietę, która co kulka dni pokonuje 3/x pic.twitter.com/pGwR3rY5ou
— Krzysztof Brejza (@krzysztofbrejza) May 17, 2026




