შეერთებული შტატების პრესის ცნობით, მამაკაცი, რომელმაც ლოს-ანჯელესიდან 11 კმ-ით დასავლეთით მდებარე მონტერეი-პარკში სროლა ატეხა და 10 კაცი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს მას შემდეგ, რაც პოლიცია მისი მანქანა ალყაში მოამწყვდია.  

პოლიციის მიერ დევნილმა მამაკაცმა ჩინური ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით სამეჯლისო ცეკვების სტუდია „ვარსკვლავში" ზეიმზე შეკრებილებს ცეცხლი გაუხსნა ნახევრად ავტომატურ 9-კალიბრიან პისტოლეტ Cobray M11-დან და 10 კაცი მოკლა.

პოლიციამ ეჭვმიტანილი მონტერეი-პარკიდან  ~45 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთი მდებარე ქალაქ ტორანსთან მოაქცია ალყაში და უბრძანა მას გადმოსულიყო მანქანიდან.  გავრცელებული ინფორმაციით, ბრძანების შემდეგ დევნილმა ეჭვმიტანილმა თავი მოიკლა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ეჭვმიტანილი 72 წლის ჩინელი ემიგრანტი ჰუ კანგ ტრანია. მონტერეი-პარკის მცხოვრებთა თქმით, ადრე იგი სამეჯლისო ცეკვების სტუდიის ხშირი სტუმარი იყო. მისი ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ ტრანი მას დაახლოებით 20 წლის წინ გაეცნო სტუდიაში და ცეკვის უფასო გაკვეთილები შესთავაზა. მისი თქმით, ტრანი მის მიმართ მკაცრი არასდროს ყოფილა, თუმცა მას შეეძლო სწრაფად გაბრაზებულიყო უმნიშვნელო წვრილმანზე, მაგალითად ცეკვის დროს პარტნიორის მხრიდან ფეხის არევაზე. ყოფილი მეუღლე ამბობს, რომ ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდა მას, რადგან შეამჩნია, რომ ტრანს იგი აღარ აინტერესებდა. 

პოლიციის მიერ მოპოვებული კიდევ ერთი ცნობის თანახმად, ტრანი ჩინური ახალი წლის დადგომის წინა დღეებში საავადმყოფოში მივიდა ჩხუბთან დაკავშირებული ტრავმების გამო, მაგრამ აღარ დაელოდა რიგს და უკან გაბრუნდა. 

პოლიციაში აცხადებს, რომ ამ დროისთვის მათ არ შეუძლიათ რაიმე თქვან მკვლელობის მოტივებზე.

შეგახსენებთ, რომ ჩინური ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით გამართულ ზეიმზე (მონტერეი-პარკში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მათი 70% აზიური წარმოშობის ამერიკელია  - „აიპრესი") მამაკაცმა სროლა ატეხა და 10 კაცი მოკლა და 10 დაჭრა. მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, რომ არა იქ მყოფი, ჯერჯერობით უცნობი იმ პირის სიყოჩაღე, რომელმაც მოახერხა და ჰუ კანგ ტრანს იარაღი წაართვა.