მოსკოვი ომის ეკონომიკისთვის შემოსავლის გარეშე დარჩება, თუ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას გაზრდის ბაზრის გარკვეული ნაწილის დასაბრუნებლად. ამის შესახებ Politico წერს.
საუდის არაბეთი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია ნავთობის მწარმოებელი სხვა ქვეყნების მიერ მიწოდების შემცირების კოორდინირებით, რათა ნავთობის ფასი ბარელზე დაახლოებით 100 დოლარამდე (ამჟამად დაახლოებით 70 დოლარი) გაიზარდოს.
მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ საუდის არაბეთმა ამას შეძილება ნავთობის ექსპორტის გაზრდით უპასუხოს, რათა ბაზრის უფრო დიდი წილი დაიკავოს და მეტი მოგება მიიღოს, თუნდაც ფასების შემცირების ფასად.
ამ სტრატეგიამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის ფასების შემცირება. საუდის არაბეთის შესაძლო ნაბიჯი რუსეთის ბიუჯეტს "უზარმაზარ რისკს" უქმნის, რადგან ქვეყანა ზედმეტად არის დამოკიდებული ნავთობის შემოსავლებზე.
გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ საუდის არაბეთმა "კარგად იცის, რომ რუსული კომპანიები არ ასრულებენ წარმოების შემცირების მოთხოვნებს, ამიტომ ისინი საკუთარ გეგმებს ავითარებენ."
ალექსანდრა პროკოპენკო, ეკონომისტი და Carnegie Endowment for International Peace-ის თანამშრომელი, დაეთანხმა, რომ კრემლისთვის რისკები ძალიან დიდია.
"ამჟამინდელი გაცვლითი კურსით, ნავთობის ფასის 20 დოლარით შემცირება გამოიწვევს 1.8 ტრილიონი რუბლის (20 მილიარდი დოლარის) შემოსავლის დაკარგვას, ეს არის რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 1 პროცენტი. მთავრობა იძულებული იქნება აირჩიოს ხარჯების შემცირებას - რაც ომის დროს ნაკლებად სავარაუდოა - ან ინფლაციური ზეწოლისა და ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიღებას შორის," - თქვა პროკოპენკომ.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უკრაინაში აგრესიის გამო დაწესებული დასავლეთის სანქციების მიუხედავად, წიაღისეული საწვავის წარმოებიდან რუსეთის მოგება 41%-ით გაიზარდა მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასი შეიძლება ბარელზე 50 დოლარამდე შემცირდეს, თუ OPEC+-ის წევრები შეთანხმების დარღვევას გააგრძელებენ და არ დაიცავენ მოპოვების ლიმიტებს.