მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ბოლოსწინა ტურის მატჩები დასრულდა.

სენსაციურად დასრულდა შეხვედრა კოპენჰაგენში, სადაც დანიამ ბელარუსს ვერ მოუგო.

დანია - ბელარუსი 2:2(1:0)
გოლები: 11' მიკელ დამსგაარდი 1:0, 62' ვალერი გრომიკო 1:1, 65' ნიკიტა დემჩენკო 1:2, 79' გუსტავ ისაკსენი 2:2

ჯგუფის მეორე შეხვედრაში საბერძნეთმა შოტლანდია დაამარცხა.

საბერძნეთი - შოტლანდია 3:2(1:0)
გოლები: 7' ანასტასიოს ბაკასეტისი 1:0, 57' კონსტანტინოს კარეტსასი2:0, 63' ხრისტოს ცოლისი 3:0, 65' ბენ დოაკი 3:1, 70' რაიან კრისტი 3:2
გაძევება: 84' ანასტასიოს ბაკასეტისი )მეორე ყვითელი)



დარჩენილი შეხვედრები:

18.11 შოტლანდია - დანია
18.11 ბელარუსი - საბერძნეთი

მასალას უეფას მიერ მომზადებული ვიდეო უეფას საიტზე განთავსების შემდეგ მიებმება.