აშშ-ის კონგრესსა და პენტაგონში განაცხადეს, რომ NATO-დან აშშ-ის გასვლის შესახებ არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს, თავად ალიანსი კი თეთრი სახლის მუქარას ბლოკთან ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ბლეფად მიიჩნევს. ამის შესახებ Politico იუწყება.

NATO-ს დიპლომატები, კონგრესის თანაშემწეები და თავდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას ალიანსიდან გასვლისთვის საჭირო არანაირი მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

NATO-ს ორი დიპლომატის თქმით, აშშ-ს ალიანსის ფარგლებში დებატების დაწყებაზე არ უმსჯელია და არც ბლოკში ვაშინგტონის როლთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული დირექტივა გაუცია.

სენატის წარმომადგენლის  თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას კაპიტოლიუმისთვის ალიანსის მოსალოდნელი დატოვების შესახებ ცნობები არ მიუწოდებია.

"არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს სინამდვილეში ასეა", - განაცხადა სენატის წარმომადგენელია.

აშშ-ის ომის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით კი, პენტაგონში ალიანსიდან აშშ-ის გასვლაზე არც კი საუბრობენ და არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას დაიწყებენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყოველთვის NATO-ს "ქაღალდის ვეფხვად" მიიჩნევდა და სერიოზულად განიხილავს ალიანსიდან გასვლას.