უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის პირველი მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რამშტაინის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

"გლობალური გაურკვევლობის შემდგომი სიტყვა…
თქვენ მაინც დაეხმარებით უკრაინას სწორი ინსტრუმენტებით და გააცნობიერებთ, რომ ომის დასრულების გზა არ არსებობს, გარდა რუსეთის დამარცხებისა.
მაგრამ დღევანდელი გაურკვევლობა კიდევ უფრო მეტ ჩვენს ხალხს კლავს. ყოველი დაგვიანების დღე უკრაინელების სიკვდილია. სწრაფად დაფიქრდით." - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რამშტაინის სამიტზე, რომელიც 20 იანვარს გამართა, უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ.