უნგრეთში ყველას შეუძლია, უყვარდეს ვინც უნდა და იცხოვროს ვისთანაც უნდა, მაგრამ ჩვენ აგრესიული ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი ვართ, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. სიიარტოს თქმით, ბუდაპეშტში პრაიდის აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით „ბევრი ტყუილი, ცილისწამება, ყალბი ამბავი გავრცელდა“.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველამ ნათლად დაინახა, რომ უნგრეთში სიყვარული ნამდვილად თავისუფალია: ყველას შეუძლია, უყვარდეს ვინც უნდა და იცხოვროს ვისთანაც უნდა. ამავდროულად, ჩვენი შვილების დასაცავად, ჩვენ არ ვეგუებით აგრესიულ ლგბტ პროპაგანდას, სკანდალურ ქცევას, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე წლის წინ უნგრელმა ხალხმა რეფერენდუმში დიდი უპირატესობით წინააღმდეგ მის მისცა ხმა“, – აღნიშნა სიიარტომ.

ამასთან, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა სხვა ქვეყნების მთავრობებს, „დატოვონ უნგრელი ხალხი მარტო და მოგვცენ საშუალება ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა“.

„უნგრელ ხალხს უფლება აქვთ იფიქრონ, რომ ოჯახი შედგება მამისგან, დედისა და შვილებისგან, სადაც დედა ქალია და მამა კაცი“, – წერს სიიარტო.

28 ივნისს ბუდაპეშტში გამართული პრაიდი ყველაზე მასშტაბური იყო. დემონსტრაციაში დაახლოებით 100 000 ადამიანი მონაწილეობდა.

თარგმანი: პირველი არხი