უნგრეთზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ უკრაინაში ომში ჩართულიყო, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრები გაეხსნა და გენდერული აქტივისტები სკოლებში შეეშვა, – ამის შეახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უნგრეთზე ზეწოლა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა და არ გამოუვიდა, ბრიუსელი ცდილობს და არ გამოსდის.

„უნგრეთზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ უკრაინაში ომში ჩართულიყო, არალეგალი მიგრანტებისთვის საზღვრები გაეხსნა და გენდერული აქტივისტები სკოლებში შეეშვა. ჩვენ უარი ვთქვით. ბაიდენის ადმინისტრაციამ სცადა და არ გამოუვიდა. ბრიუსელი ცდილობს და არ გამოსდის. ჩვენი სუვერენიტეტი მოლაპარაკების საგანი არ არის“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.