64 წლის სანაე ტაკაიჩი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს ნიშნავს, რომ ის, დიდი ალბათობით, გახდება პრემიერ-მინისტრი და იაპონიის ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა.
კენჭისყრა ორ ტურად ჩატარდა, რადგან პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო უმრავლესობა.
The Japan Times-ის ცნობით, სანაე ტაკაიჩიმ პირველ ტურში 183 ხმა მიიღო, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრმა შინჯირო კოიზუმიმ - 164. მეორე ტურში მინისტრმა 156 ხმა მიიღო, ხოლო მისმა ოპონენტმა - 185.
სანაე ტაკაიჩი ულტრამემარჯვენე შეხედულებების მომხრედ ითვლება. ის იაპონიის უდიდესი კონსერვატიული და ნაციონალისტური არასამთავრობო ორგანიზაციის, Nippon Kaigi-ს წევრია.
იაპონიის პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სექტემბრის დასაწყისში შიგერუ იშიბამ თავის თავზე აიღო ივლისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის კატასტროფული მარცხი და ორივე პალატაში უმრავლესობის დაკარგვა.
პრემიერ-მინისტრის არჩევნები ოქტომბრის შუა რიცხვებში გაიმართება. ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თავისი კანდიდატის ასარჩევად ოპოზიციასთან მოლაპარაკება მოუწევს. ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ორივე პალატაში ერთობლივად უმრავლესობა აქვთ, თეორიულად შეუძლიათ ერთი კანდიდატის წარდგენა და საკუთარი პრემიერ-მინისტრის არჩევა, თუმცა ეს ძალიან ნაკლებად სავარაუდოა ოპოზიციურ ძალების პოლიტიკური შეხედულებებს შორის არსებული დიდი განსხვავების გამო.