ფორბსი: Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის შეფერხების გამო ცუკერბერგმა 6,6 მლრ $ დაკარგა

1633379080
ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს
ფეისბუქის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა, სოციალური ქსელების, ფეისბუქის და ინსტაგრამის, აგრეთვე WhatsApp-ის მესენჯერის შეფერხებით მუშაობის გამო, 6,6 მლრ დოლარი დაკარგა, - წერს ფორბსი.
სერვისების შეფერხებით მუშობამ პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მილიარდერის მე-6 ადგილზე დაშვება გამოიწვია. ბირჟა NASDAQ-ის თანახმად კომპანია ფეისბუქის აქციების ფასი თბილისის დროით 11 საათისთვის 20 დოლარით (5,63%) იყო შემცირებული.