რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას თუ მივცემთ, ყველანი წავაგებთ, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.
ჩეხეთის პრეზიდენტმა ისტორიული პარალელი გაავლო სუდეტის ოლქში გერმანულ უმცირესობაზე ნაცისტურ ნარატივსა და "რუსების დაცვის" შესახებ რუსულ ნარატივს შორის. პაველი დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას ისე არ ღალატობს, როგორც ოდესღაც ჩეხოსლოვაკიას.
ჩეხეთის ლიდერმა მკვეთრად გააკრიტიკა NATO-ს რეაგირება რუსული თვითმფრინავებისა და დრონების მიერ საჰაერო სივრცის მრავალრიცხოვან დარღვევებზე.
"მე მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც ჩვენ უფრო მკაცრი ზომების მიღება მოგვიწევს, მათ შორის რუსული თვითმფრინავების ან დრონებისპოტენციურად ჩამოგდება. რუსეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევას. და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ", – აღნიშნა პეტრ პაველმა.




