ბოსნია და ჰერცეგოვინას თავდაცვის მინისტრმა ზუკან ჰელეზმა უნგრეთის სამხედრო თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო იმყოფებოდა, ქვეყანაში დაშვების უფლება არ მისცა.
ბოსნიელი მინისტრის თქმით, სიარტო თვითმფრინავით უნდა ჩასულიყო ბანია ლუკას აეროპორტში, რომელიც სერბთა რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია.
"წლების განმავლობაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მინისტრი სიარტო ღიად უჭერდნენ მხარს ბოსნია და ჰერცეგოვინის ერთეულის, სერბთა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, მილორად დოდიკს, მის ქმედებებში, რომლებიც ძირს უთხრის ბოსნია და ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასა", - წერს ჰელეზი.
მან დასძინა, რომ უნგრულმა მხარემ "არ წარმოადგინა რაიმე მკაფიო განმარტება, თუ რატომ მიფრინავდა საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თვითმფრინავით".
მედიის ცნობით, სიარტოს ბანია ლუკას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის წოდება უნდა მიეღო. უნგრეთის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.







