უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიარტოს თქმით, კორუფციული სკანდალის გამო ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური დახმარება აღარ უნდა მიაწოდოს.
"არსებობს ომის მაფია, კორუფციული სისტემა უკრაინაში და არის ევროკომისიის პრეზიდენტი. ნაცვლად იმისა, რომ შეაჩეროს გადარიცხვები, მას უნდა დამატებით 100 მილიარდის გაგზავნა უკრაინისთვის. ეს სიგიჟეა" – ამბობს სიარტო ბრიუსელში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის წინ.
უნგრეთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროპული სამშვიდობო ფონდის €1.5-მილიონიან წილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მაგივრად ლიბანის არმიის მხარდასაჭერად გაგზავნის.
ცნობისთვის, 11 ნოემბერს, უკრაინის უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ (НАБУ) და სპეციალიზირებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს გამოძიება კორუფციის მასშტაბურ სქემაზე, რომელშიც, სავარაუდოდ, მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართული. НАБУ-ს მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში ფიგურირებდა იუსტიციის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო, რომელიც წარსულში ენერგეტიკის მინისტრის პოზიციას იკავებდა. კორუფციული სქემა სწორედ ენერგეტიკის სფეროში მოქმედებდა. НАБУ-ს გამოძიების ფიგურანტები თანამდებობაზე მყოფი პირების მფარველობის ქვეშ მილიონობით დოლარს ათეთრებდნენ.






