ევროკავშირი 2027 წლის 1 ნოემბრისთვის რუსულ გაზზე სრულად იტყვის უარს. გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიარტო.
"როგორც კი ევროკავშირის გეგმას მიიღებენ, სლოვაკეთთან ერთად ევროპის სასამართლოში საჩივრის შეტანას ვგეგმავთ". - წერს სოციალურ ქსელში სიარტო.
მინისტრის განმარტებით, ეს ნაბიჯი აუცილებელია, ვინაიდან რუსულ გაზზე უარის თქმის შემთხვევაში, უნგრეთი და სლოვაკეთი სტაბილური ენერგომომარაგების გარეშე დარჩება.
სიარტომ ევროკავშირის ინიციატივას "აღმაშფოთებელი იურიდიული თაღლითობა" უწოდა.
ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული გეგმაში ვკითხულობთ:
გათხევადებული გაზის მიწოდებაზე შეზღუდვები 2027 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.
2025 წლის ივნისამდე გაფორმებულ მოკლევადიან კონტრაქტებზე გათვალისწინებულია გარდამავალი პერიოდი. 2026 წლის 25 აპრილიდან შეზღუდვები ამოქმედდება გათხევადებულ გაზზე, ხოლო 2026 წლის 17 ივნისიდან - მილსადენის გაზზე.
ახალი წესების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.
ბოლო რამდენიმე წელია ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსული ნავთობისა და გაზის შეძენის შემცირებას. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობის მოხმარება საგრძნობლად შეამცირა.
ქვეყნების ნაწილი, პირველ რიგში უნგრეთი და სლოვაკეთი დღემდე რუსულ გაზზე დამოკიდებულები რჩებიან.მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსულ ნავთობპროდუქტებზე მეორადი სანქციები დააწესა, ვიქტორ ორბანი ვაშინგტონში შეხვდა დონალდ ტრამპს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ ტრამპის სანქციები არ იმოქმედებს უნგრეთის წინააღმდეგ.







