უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერებულია.
ღამით მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე მდებარე „მეგობრობის“ ნავთობსადენზე კვლავ თავდასხმა განხორციელდა - მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა!
ეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი თავდასხმაა. ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა.
ეს არ გამოვა! ჩვენ მთელი ძალით გავაგრძელებთ სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერას და ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას! - წერს უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.