ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული პრესა ავრცელებს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მარ-ა-ლაგოში ჩავიდა და ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
ინფორმაცია მარ-ა-ლაგოში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შესახებ თავდაპირველად თავად პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გაავრცელა სოციალურ ქსელებში, მოგვიანებით კი უნგრულმა პრესამ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპთან სტუმრობის შესახებ უფრო ვრცლად დაწერა.
უნგრეთის სატელეგრაფო ბიუროს (Magyar Távirati Iroda - MTI) შემაჯამებელი ინფორმაციის და უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პეტერ სიარტოს სოციალური ქსელებში ატვირთული ფოტოებიდან ირკვევა, რომ ვიქტორ ორბანს და პეტერ სიიარტოს შეხვედრები ჰქონდათ დონალდ ტრამპთან, მისი მთავრობის ეფექტურობაზე პასუხისმგებელი საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელ ილონ მასკთან და ტრამპის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ უოლცთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბერტალან ჰავასიმ, რომელიც ვიქტორ ორბანს თან ახლდა შეხვედრებზე, განუცხადა MTI-ს, რომ მოლაპარაკებებში 4iG-ის (უნგრული ტელესაკომუნიკაციო კომპანია) პრეზიდენტი იასაი გელერტიც იყო ჩართული.