უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო ევროკავშირს მოუწოდებს, რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოხსნას. ამის შესახებ პეტერ სიარტომ სოციალურ ქსელში დაწერა.
სიარტო აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისა და ჰორმუზის სრუტის დახურვის შემდეგ მსოფლიოში ენერგომომარაგება საფრთხის ქვეშაა.
"ევროპა განსაკუთრებით დაუცველია, რადგან ევროკავშირმა უკვე აკრძალა რუსული ენერგორესურსების იმპორტი. ახლა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გლობალურ მიწოდებასაც ამცირებს. მიწოდება როდესაც მცირდება, ფასები იზრდება. შესაბამისად, ევროპა ფასების მკვეთრი ზრდის რისკის წინაშე დგას", – წერს სიარტო.
მისი თქმით, ევროპა სანქციებს თუ არ მოხსნის, მაშინ ეს სერიოზულ ზიანს მიაყენებს ევროპასა და ევროპელ ხალხს.
"ფოკუსი უნდა იყოს არა იდეოლოგიის, არამედ ევროპელების ინტერესების დაცვა", – აღნიშნა სიარტომ.
The EU should immediately lift its ban on Russian oil and gas imports. With the war in the Middle East escalating and the Strait of Hormuz closed, a major share of global energy supply is now at risk.
— Péter Szijjártó (@FM_Szijjarto) March 9, 2026
Europe is especially exposed because the EU had already banned Russian energy…







